2016-05-05 10:42:57, 1036 ნახვა
მსოფლიო
"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი ერაყში ავიაიერიშის შედეგად გარდაიცვალა
"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, ავსტრალიელი ნეილ პრაკაში, ერაყში აშშ-ის ავიაიერიშების შედეგად დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედიის ინფორმაციით, ნეილ პრაკაში, რომელიც ცნობილი იყო აბუ ხალედ ალ-კამბოდის სახელით, ქალაქ მოსულთან 29 აპრილს განხორციელებული იერიშების შედეგად დაიღუპა.
იგი „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდისტულ ვიდეოებსა და ჟურნალებში ხშირად ჩანდა. ავსტრალიაში პრაკაში მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების გაწვრთნით აქტიურად იყო დაკავებული.
როგორც მედია საშუალება წერს, იგი ავსტრალიაში ტერორისტული აქტების განხორციელების ინსპირირებას უწყობდა ხელს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან