09:43 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 10:50:47, 991 ნახვა

მსოფლიო
ალეპოში სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონმა და მოსკოვმა ალეპოში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედიის იფნორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთი თანახმაა, ბაშარ ასადის ჯარს ალეპოზე საჰაერო დარტყმები შეაწყვეტინოს.

სირიის სამთავრობო ჯარი ადასტურებს, რომ ალეპოში სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულია და ცეცხლის  შეწყვეტის რეჟიმი 5 მაისს, სირიის დროით ღამის 01:00 საათზე ამოქმედდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის იგორ კონაშენკოვის განცხადებით, ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 48 საათით გახანგრძლივდა და 7 მაისამდე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 27 თებერვლიდან ამოქმედდა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ტერორისტულ ორგანიზაციებზე არ ვრცელდება. ამასთან შეთანხმება სირიის ყველა რეგიონში არ მოქმედებდა. კერძოდ, რუსეთმა უარი განაცხადა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ალეპოს ტერიტორიაზე გავრცელებაზე.

ცნობისთვის, სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში ალეპოსთვის ბრძოლაში ათობით ადამიანი დაიღუპა. უფლებადამცვლების მონაცემებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სირიის სიდიდით მეორე ქალაქში სულ მცირე 300 ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამბოხებულებმა ალეპოს დასავლეთ ნაწილის დაკავება სცადეს, თუმცა სამთავრობო ძალებმა ლიბანური დაჯგუფება “ჰეზბოლას” მებრძოლების დახმარებით მათ უკან დახევა აიძულეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics