09:42 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 18:33:02, 1092 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემისთვის ახალ პირობებს ასახელებს

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ თანახმაა, სასამართლოში ნადეჟდა სავჩენკოს კიევისთვის გადაცემის დოკუმენტები გაუგზავნოს, - ამის შესახებ რუსული მედია წერს.

როგორც სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, დოკუმენტაცია იმ შემთხვევაში გადაიგზავნება, თუ უკრაინული მხარე განაჩენის აღსრულებას უზრუნველყოფს.

“იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს გარანტიებს მსჯავრდებულის მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების შესახებ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური სასამართლოს მიმართავს”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ ადვოკატმა განაცხადა, რომ ნადეჟდა სავჩენკომ უკრაინისთვის მისი გადაცემისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი შეავსო. დოკუმენტებში სავჩენკომ დანაშაულის აღიარებაზე უარი განაცხადა, თუმცა თანახმაა, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა 30 ათასი რუბლის ოდენობით გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ ნადეჟდა სავჩენკო კვლავ მშრალ შიმშილობას დაიწყებს, თუ უკრაინისთვის მისი გადაცემის პროცესი გაჭიანურდება.

შეგახსენებთ, რომ აპრილში, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მან ვლადიმერ პუტინთან სავჩენკოს გაცვლის საკითხზე შეთანხმებას მიაღწია.

სავჩენკოს გაცვლა სავარაუდოდ უკრაინაში დაკავებული რუსეთის მოქალაქეებზე ევგენი ეროფეევსა და ალექსანდრ ალექსანდროვზე იგეგმებოდა, რომლებსაც კიევი რუსეთის სპეცრაზმის მებრძოლებად მიიჩენვს. ისინი კიევის სასამართლომ ტერორიზმში ცნო დამნაშავედ და 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics