2016-04-28 13:18:58, 1034 ნახვა
მსოფლიო
ალეპოში ავიაიერიშის შედეგად 20 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 ბავშვია
სირიის ქალაქ ალეპოში ალ-ქუდსის საავადმყოფოზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულტა შორის 3 ბავშვი და პედიატრია, რომელიც ქალაქში ამ დრომდე ერთადერთი ბავშვთა ექიმი იყო.
როგორც უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, ბოლო 6 დღის განმავლობაში სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად ალეპოში 84 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 49 ადამიანი ამბოხებულების მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად გარდაიცვალა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან