01:44 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 11:21:26, 1080 ნახვა

მსოფლიო
ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემის პროცედურები დაიწყო


ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემის პროცედურები უკვე დაიწყო, ამის შესახებ Tass იუწყება. 

მედიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება უკრაინელი პილოტის ადვოკატმა გააკეთა. მარკ ფეიგინის თქმით, ეს არ არის სწრაფი პროცედურა და შეიძლება ორ თვემდე გაგრძელდეს.

"მივიღე სავჩენკოს განცხადება მისი თანხმობის შესახებ, სასჯელის უკრაინაში მოხდასთან დაკავშირებით. პროცედურების თანახმად, მისთვის შესავსებად უნდა გადაეცათ საბუთები, რომელიც ამ პროცესს დაიწყებდა. ვიმედოვნებ, ეს პროცედურა დაიწყო, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის სწრაფი პროცედურა და შეიძლება ერთიდან ორ თვემდე გაგრძელდეს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

უკრაინულმა მედიამ გაავრცელა სავჩენკოს დის - ვერას კომენტარიც, რომელმაც პატიმარი მოინახულა და განაცხადა, რომ ნადეჟდა სავჩენკო პროცედურების დასაწყებად საჭირო საბუთებს უკვე ავსებს.

ცნობისთვის, თავად ვერა სავჩენკო კი რამდენიმე საათიანი დაკავების შემდეგ, უკვე თავისუფალია. უკრაინული მედიის ცნობით, მას რუსმა მესაზღვრეებმა საზღვარზე პასპორტი ჩამოართვეს და რუსეთის ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics