|
2016-04-27 14:18:29, 663 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რეგულარული ბრიფინგების გამართვას იწყებს
საქართველოს ეროვნული ბანკი რეგულარული ბრიფინგების გამართვას იწყებს, რომელიც წელიწადში ოთხჯერ, მომენტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განუცხადა. მისივე თქმით, იმის გარდა რომ ამ ბრიფინგებზე დეტალურად ახსნიან კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძვლებსა და მიზეზებს, ასევე ეცდებიან უპასუხონ იმ შეკითხვებს, რომელიც დაგროვილი იქნება დროთა განმავლობაში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროს ეხება და ეროვნული ბანკის მანდატის ქვეშ იმყოფება. „ზოგადად საქართველოს ეროვნული ბანკი საკმაოდ ღია და ტრანსფარენტული ინსტიტუტია და მისი ვებ-გვერდის საშუალებით ძალიან ბევრი და სასარგებლო ინფორმაციის მოპოვება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. ახალი ინიციატია გულისხმობს, უფრო აქტიურ და დინამიურ ფაზაზე გადასვლას, რაც გამოიხატება რეგულარულ ბრიფინგებში. ეს ბრიფინგები გაიმართება რეგულარულად წელიწადში ოთხჯერ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე. ამ ბრიფინგებზე გარდა იმისა, რომ დეტალურად ავხსნით კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძვლებსა და მიზეზებს, ვეცდებით ვუპასუხოთ იმ შეკითხვებს, რომელიც დაგროვილი იქნება დროთა განმავლობაში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროს ეხება და ეროვნული ბანკის მანდატის ქვეშ იმყოფება. ამავედ როს, ბრიფინგების კალენდარი წინასწარ იქნება ცნობილი, გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე და მედიას წინასწარ ეცოდინება თარიღი და დაწყების დრო ამ ბრიფინგებისა. იმედი გვაქვს, რომ აქტიურად გამოიყენებთ ამ ახალ ინიციატივას და უფრო კარგად მოხერხდება იმ კომუნიკაციის დამყარება, რომლის ხარისხიც ვფიქრობ, აუცილებელია გაიზარდოს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)