2016-04-26 11:36:24, 1247 ნახვა
მსოფლიო
ერევანში ავტობუსის აფეთქების შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა
ერევანში ავტობუსის აფეთქების შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა, - ამის შესახებ INTERFAX იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, გარდაცვლილები და დაშავებულები სომხეთის მოქალაქეები არიან. ინციდენტი დედაქალაქის ცენტრში მოხდა.
აფეთქების გამომწვევი მიზეზების დასადგენად ადგილზე ექსპერტები მუშაობდნენ. სამართალდამცავებს დაკითხვაზე ავტობუსის მძღოლი ჰყავთ გადაყვანილი.
როგორც სამართალდამცველები აცხადებენ ავტობუსში ასაფეთქებელი მოწყობილობა სავარაუდოდ ერთ-ერთმა მოქალაქემ აიტანა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან