23:26 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 16:08:49, 950 ნახვა

ეკონომიკა
თელავის აეროპორტი „მიმინო“ ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის თელავის აეროპორტი „მიმინო“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

აეროპორტს ერეკლე მეორის სახელი მიენიჭა.

გაიმართა საჩვენებელი ფრენები საავიაციო უნივერსიტეტის Piper Seneca, Cessna 152 და A-22-ის ტიპის საჰაერო საშუალებებით.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის,  სერგო ტეფნაძის განცხადებით, თელავის აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით.

,აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის, საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას აეროპორტში გაივლიან,“ - განაცხადა სერგო ტეფნაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics