16:56 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 15:39:49, 790 ნახვა

ეკონომიკა
„ფინკა ბანკი“ SMART სერტიფიკატის მქონე პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში

ფინკა ბანკი საქართველოს წარმომადგენლები ხვალ, 18:30 საათზე,  სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi- ში პრესკონფერენციას გამართავენ, რომლის მთავარი თემა  SMART გლობალური კამპანიის მიერ მომხმარებელთა დაცვის  მიმართულებით ფინკა ბანკის სერტიფიცირება იქნება.

Smart Campaign - არის მსოფლიოს გლობალური კამპანია, რომლის მიზანია დაეხმაროს ფინანსურ ინსტიტუტებს შეიმუშაონ გამჭვირვალე, ღირსეული და გონივრული ფინანსური მომსახურებისთვის საჭირო რეგულაციები.

პრესკონფერენციას დაესწრებიან ეროვნული ბანკის, საბანკო და მიკროსაფინანსო ასოციაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

ფინკა ბანკს SMART სერტიფიკატი კლიენტების ინტერესებზე ორიენტირებული პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობის დასტურად გადაეცა, რაც SMART-ის გლობალური კამპანიის 7 პრინციპის შესაბამისობას ითვალისწინებს: პროდუქტის სათანადო დიზაინი და მიწოდება, ჭარბვალიანობის პრევენცია, გამჭვირვალობა, გონივრული ფასდადება, კლიენტების სამართლიანად და პატივისცემით მოპყრობა, კლიენტის მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვა და საჩივრების განხილვის მექანიზმის არსებობა.

ცნობისთვის, ფინკა ბანკი საქართველო, ქვეყნის მასშტაბით არსებული 40 სერვის ცენტრის საშუალებით, 90 000 მეტ მომხმარებელს უწევს ფინანსურ მომსახურებას. ფინკა ბანკი საქართველო ფინკას საერთაშორისო ქსელის ნაწილია, რომლის სათაო ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს. ფინკა მსოფლიოს 23 ქვეყანაში 2 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ესტუმროთ საიტს  www.FINCA.ge

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics