2016-04-15 09:39:04, 965 ნახვა
მსოფლიო
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა
იაპონიაში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 250-მდე ადამიანია დაშავებული.
ძლიერმა მიწისქვეშა ბიძგებმა შენობების ნგრევა და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
სამაშველო ოპერაცია მთელი რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, იაპონიის სამხრეთით, კუნძულ კიუსიუზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან