01:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 15:20:00, 1103 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში აფეთქებას 2 სამხედრო ემსხვერპლა

თურქეთის ქალაქ ჰანიში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 2 სამხედრო გარდაიცვალა, 50-მდე კი დაშავდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული პოლიციის ბაზას დაეჯახა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც.

აფეთქების შედეგად პოლიციის შენობა და ახლოსმდებარე შენობები დაზიანდა. თავდასხმა ქურთისტანის მუშათა პარტიამ განახორციელა.

ქალაქი ჰანი დიარბაკირის პროვინციაში მდებარეობს, რომელიც ძირითადად ქურთებითაა დასახლებული. ცნობისთვის, ბოლო პერიოდის განმავლობაში აქ უკვე რამდენიმე შეტაკება მოხდა.

აღსანიშნავია, რომ 1984 წლიდან ქურთისტანის მუშათა პარტიის თავდასხმებს 40 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics