2016-04-12 13:15:25, 1146 ნახვა
მსოფლიო
სირიაში რუსული ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 2 მფრინავი გარდაიცვალა
სირიაში რუსულმა ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა განიცადა, - ამის შესახებ რუსული მედია საშუალებები იუწყებიან.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, Ми-28Н-ის ჩამოვარდნის შედეგად ორი მფრინავი დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, ვერტმფრენი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფა სირიის ქალაქ ჰომსთან მოხდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ვერტმფრენზე საცეცხლე ზემოქმედება არ განხორციელებულა“.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან