2016-04-12 12:41:12, 1030 ნახვა
მსოფლიო
იემენში ტერაქტს 4 ადამიანი ემსხვერპლა
იემენში, ადენის პროვინციაში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
როგორც მედია საშუალება წერს, აფეთქება სამხრეთ იემენში, ერთ-ერთ საფეხბურთო სტადიონთან მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 10-ზე მეტი ჯარისკაცი.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას ჯერ არ აუღია, თუმცა მსგავსი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. ე.წ შაჰიდის ქამრები ადენის ტერიტორიაზე გამოიყენეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან