19:28 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 12:14:18, 998 ნახვა

მსოფლიო
"თალიბანი" ავღანეთში თავდასხმების ახალ სერიას გეგმავს

"თალიბანი" ავღანეთში თავდასხმების ახალ სერიას გეგმავს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

როგორც გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო წერს, ტერორისტული დაჯგუფება ავღანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან თავდასხმებს გეგმავს, რომელსაც თვითმკველი ტერორისტები განახორციელებენ.

თავდასხმები სახელად "ოპერაცია ომარი" ამ გაზაფხულზე იგეგმება. დაჯგუფებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ავღანეთს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვია და მტავრობას თანადგომა გამოუცხადა.

მედია საშუალება თალიბების განცხადებასაც ავრცელებეს.

"ჩვენი, წმინდა ვალდებულებაა ისლამური სისტემა დამყარდეს და გამოვლინდეს ჩვენი დამოუკიდებლობა",- ნათქვამია თალიბების განცხადებაში.

თალიბების აჯანყებამ ძალა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2014 წელს კონკრეტული ტერიტორიიდან საერთაშორისო ჯარები გაიყვანეს.

მედია საშუალების ცნობით, დაჯგუფება ტაქტიკურ შეტევებს და ე.წ შაჰიდის ქამრების გამოყენებას ურბანულ ცენტრებში გეგმავს.

ცნობისთვის, შარშან განხორციელებულმა მსგავსმა შეტაკებებმა 11 ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ ნატო და ავღანეთის ხელისუფლება მკაცრ ბრძოლებს ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ მტელს ავღანეთში გასულ წელს მძიმე მრძოლები თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. ჰელმენდში ათასობით ბრიტანელი და ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

ნატო-ს ანგარიშის მიხედვით, "თალიბანი" ავღანეთის მხოლოდ 6% აკონტროლებს, თმცა ქვეყნის მესამედი რისკის წინაშეა. აღსანიშნავია, რომ ავღანეთის ხელისუფლება მხოლოდ 70 % აკონტროლებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics