2016-04-12 11:21:08, 971 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთში ტაძრის დაწვის შედეგად 110 ადამიანი გარდაიცვალა
ინდოეთში ერთ-ერთ ტაძარში ხანძრის შედეგად 110 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ სააგენტო IANS იუწყება.
როგორც მედია საშუალება წერს, ხელისუფლებამ ტაძარს სადღესასწაულო ღონისძიებაზე ფოიერვერკების გამოყენების უფლება არ მისცა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ დღესასწაულის ჩატარება აკრძალა და აღნიშნა, რომ ის შესაძლოა ტრაგედიით დასრულდეს.
ეს გადაწყვეტილება, მთავრობის ადმინისტრაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც ტაძართან მცხოვრებმა ქალმა ხმაურზე საჩივარი შეიტანა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან