|
2016-04-07 18:33:46, 1030 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი: თუ ევროკავშირი ვალდებულებებს არ შეასრულებს, ანკარა მიგრანტებს არ მიიღებს
თუ ევროკავშირი საკუთარ ვალდებულებებს არ შეასრულებს, მაშინ ანკარა მიგრანტების მიღების საკითხზე ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას გაწყვეტს, - ამის შესახებ თურქული სააგენტო Hurriyet იტყობინება. აღნიშნული განცხადება ერდორანმა ანკარაში სამართალდამცველებთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, ევროპამ ჯერჯერობით არც ერთი დაპირება არ შეასრულა. ევროკავშირმა და თურქეთმა მიგრანტებთან დაკავშირებით შეთანხმებას 18 მარტს მიაღწიეს. მიღწეული შეთანხმებით, 20 მარტის შემდეგ ევროპაში კერძოდ კი საბერძნეთში ჩასულ არალეგალ მიგრანტებს თურქეთს გადასცემენ, საპასუხოდ ევროკავშირი მიიღებს სირიის მოქალაქეებს თურქეთში გახსნილი ლტოლვილთა ბანაკებიდან. აღსანიშნავია, რომ მიგრანტების გადაყვანის და ბანაკებში განთავსების ხარჯებს ევროკავშირი უზრუნველყოფს. ცნობისთვის, ეს შეტანხმება თურქეთს დამატებით 3 მილიარდ ევროს მიიღებს. რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა განაცხადა, რომ იანვრის შუა რიცხვებიდან თურქეთმა რამდენიმე ასეულ სირიელ ლტოლვილს სამშობლოში დაბრუნება აიძულა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)