|
2016-03-21 13:30:56, 684 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ბიზნესასოციაციის მოთხოვნა ლეგიტიმურია და ჩვენ მას ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით
„ბიზნესასოციაციის მოთხოვნა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია და ჩვენ მას ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოგების გადასახადის ახალ სისტემაზე გადასვლის გადავადების შეფასებისას განაცხადა. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რეფორმები რომლებსაც მთავრობა ატარებს, ატარებს იმისთის, რომ ბიზნესმა თავი კომფორტულად იგრძნოს. "ეს ყველაფერი კეთდება ბიზნესისთვის; იმისთვის, რომ ბიზნესმა კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნას და ჩვენი მოსახლეობა დასაქმდეს. ბიზნესასოციაციის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია და ჩვენ აუცილებლად ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით ამ მოთხოვნას", - განაცხადა ქუმსიშვილმა. ცნობისთვის, ბიზნესასოციაცია პრემიერს მიმართავს და სთხოვს, მოგების გადასახადის ახალ სისტემაზე გადასვლას. მოთხოვნის თანახმად ახალ სისტემაზე გადასვლა 2017 წლის 1-ელი ივლისის ნაცვლად 1-ელი იანვრიდან უნდა მოხდეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)