14:49 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 12:35:36, 649 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: პირველი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის კომისია შედგა და მე მას დადებითად ვაფასებ

პირველი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის კომისია შედგა და მე მას დადებითად ვაფასებ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  განაცხადა.

მინისტრის თქმით, მათ გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს, რომლებიც სამომავლოდ ოქმშიც აისახება. მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება ინვესტიციების დაცვისა და წახალისების ხელშეკრულბების განახლებაზეც შედგა.

„ეს ხელშეკრულება 1997 წელს იყო ხელმწოერილი, შესაბამისად საჭიროებს აქტუალიზაციას გადასახადების და კაპიტალის ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებაზეც შევთანხმდით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, ეს მნიშვნელოვანია ვაჭრობის მიმართულებით. როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, კომისიაზე შეთანხმდნენ იმაზეც, რომ უნდა დაიწყოს პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობის განხილვა და ასევე დაიწყოს განხილვა სტუდენტების გაცვლის შესაძლებლობაზე.

„შევთანხმდით ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე. შეხვედრას შევაფასებ დადებითად. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ფორმატით შეხვედრის შემდგომ კერძო სექტორს ექნება მეტი სტიმული იმისთვის, რომ ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები იყოს წახალისებული“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics