09:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 11:08:35, 709 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ მომხმარებლებისთვის მასტერქარდის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო

11 მარტიდან 19 აპრილის ჩათვლით, „ვითიბი ბანკის“ კლიენტებს, რომლებსაც აქვთ ნებისმიერი ტიპის მასტერქარდ ბარათი, შეუძლიათ ჩაერთონ წამახალისებელ გათამაშებაში და მოიგონ მთავარი პრიზი, საგზური მილანში ორ ადამიანზე UEFA -ს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრებად.

ბანკის ინფორმაციით, მასტერქარდ ბარათით განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქცია შესაძლებელია გახდეს მომგებიანი. ამისთვის საჭიროა მომხმარებელმა გაატაროს მასტერქარდის ნებისმიერი  ბარათი საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში განლაგებულ პოს-ტერმინალებში ან გამოიყენოს ის ონლაინ შესყიდვების დროს.

გათამაშება შედგება 2016 წლის 27 აპრილს.  გამარჯვებულები გამოვლინდებიან  დოლურადან ბილეთების შემთხვევითი შერჩევით.

მასტერქარდის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია:

•           მომხმარებელი ფლობდეს ვითიბი ბანკის მიერ ემიტირებულ მასტერქარდის ნებისმიერი სახის   ბარათს

•           11 მარტიდან 19 აპრილის ჩათვლით გაატაროს მასტერქარდის ბარათი საქართველოსა და საზღვარგარეთ სავაჭრო და მომსახურების ობიექტების პოს-ტერმინალებში და ონლაინ შესყიდვების დროს.

•           განახორციელოს ტრანზაქცია ნებისმიერ თანხაზე.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics