09:14 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 13:17:42, 670 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

აშშ–ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკში შემავალ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში შეხვედრები გამართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა IBRD–ის  ვიცე–პრეზიდენტს მარიამ შერმანსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე–პრეზიდენტს დიმიტრის ციცირაგოს  გააცნო.  შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეფორმებზე, რომლებიც საქართველოში ტარდება ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით.

„მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან განვიხილეთ ჩვენი მიმდინარე რეფორმები, მათ აღგვითქვეს ყველანაირი მხარდაჭერა ამ რეფორმების გატარებაში. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია არის კერძო სექტორში ინვესტიციების განმახორციელებელი ინსტრუმენტი, მათ საქართველოში 350 მილონზე მეტი ინვესტიციების პორტფელი აქვთ და კიდევ აგრძელებენ ინვესტირებას. რაც შეეხება მსოფლიო ბანკს, ის 1992 წლიდან საქართველოში იმყოფება და არის ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics