12:22 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 13:56:52, 1509 ნახვა

ეკონომიკა
ლუდი „სვიანი“ - კიდევ ერთი პრემიუმ ბრენდი „ზედაზენისგან“

„ზედაზენმა“ ერთგულ მომხმარებელს,  განსაკუთრებული გემო - უმაღლესი ხარისხის გერმანული ალაოს და სვიის  განსაკუთრებული სახეობის ნაზავისგან შექმნილი განსხვავებული ლუდი შესთავაზა.

ლუდი „სვიანი“ გერმანული ლაგერის ტიპის ლუდია. ფერი: - კრისტალურად გამჭვირვალე, ღია ხორბლისფერი, წვრილმარცვლოვანი ქათქათა თეთრი ქაფით. არომატში სვიის სასიამოვნო ნოტებთან ერთად აღიქმება შინგამომცხვარი ახალი ქერის პურის და გაზაფხულის ნაკადულის წყლის სურნელი. გემო რბილი და სასიამოვნო; შედარებით მსუბუქი დასალევი ლუდია. მზადდება განსაკუთრებული ჯიშის გერმანული სვიისა და უმაღლესი ხარისხის ქერის ალაოს გამოყენებით.

„სვიანი - ძველი ქართული სიტყვაა და ბედნიერს, იღბლიანს ნიშნავს. ჩვენ ყველას გვახსოვს ეს სიტყვა უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“-დან. ვფიქრობთ ეს სიტყვა უნდა მოდიოდეს მცენარის სახელწოდებიდან - სვია. იგივე შეიძლება ითქვას სიტყვაზე სვე-ბედნიერი. ლუდი „სვიანი“-ც ჩავიფიქრეთ როგორც ბედნიერების სასმელი: სასიამოვნო, მსუბუქი გემო და არომატი რომლის შეგრძნებაც სიცოცხლით ტკბობას გვგვრის, ეს ერთგვარი მედიტაციასავითაა. მიირთვით ლუდი „სვიანი“ მეგობრებთან ერთად ან მარტოობის ჟამს და შეიგრძენით თუ რას ნიშნავს ადამიანი იყო ღმრთისაგან სვიანი“ - აცხადებს ქართული ლუდის კომპანიის კომერციული სამსახურის  ხელმძღვანელი კახა  პაიჭაძე.

ლუდის საწყისი ექსტრაქტულობა 10.4%-ია,  ალკოჰოლის შემცველობა კი 4,5% .

„სვიანი“  შესანიშნავია ზაფხულის სიცხისგან გათანგული და მოწყურებული ლუდის მოყვარულთათვის. მისი მდიდარი და ამავე დროს მსუბუქი არომატი იდეალურად ესადაგება ფაქტიურად ყველა საზაფხულო კერძსა და სნეკს.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics