2016-02-27 09:17:27, 775 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.4778 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლით კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4778 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4839 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0061 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო დღეს 2.7293 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.7373 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0080 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან