|
2016-02-25 18:28:16, 748 ნახვა
ეკონომიკა
დავით ხუციშვილი: ოზურგეთში ჩაის გადამამუშავებელ საწარმოში 40 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდება
პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამი პროექტი დამტკიცდა. კერძოდ, დაფინანსდება თხილის გადამამუშავებელი საწარმო, ჩაის საწარმო და რძის გადამამუშავებელი კომბინატი. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, ოზურგეთში ჩაის გადამამუშავებელ საწარმოში 40 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდება. „შპს „საქართველოს თაიგული“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში დააფუძნებს ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს, რისთვისაც ის განახორციელებს 40 ათასი ლარის ინვესტიციას, ხოლო სახელმწიფო თავის მხრივ სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადასცემს 7 ათასამდე კვ.მ მიწის ფართობს. შპს „რაიკავშირი თანადგომა“ განახორციელებს საკვები პროდუქტების საწარმოს მშენებლობას, ეს ძირითადად ითვალისწინებს ყველის და ხაჭოს წარმოებას, წლიური მოცულობით 60 ათასიდან 15 კილოგრამი. ამ მიზნებიდან სახელმწიფომ, გარდაბნის რაიონ სოფელ კუმისში გადასცემს საწარმოს სიმბოლურ ფასად 7 000კვ.მ–მდე მიწის ფართობს. თხილის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ მენჯში, რისთვისაც სახელმწიფომ 3 700 კვ.მ მიწის ფართობს გადასცემს შპს „ნოჩიოლა ჯორჯიას“, რომელიც 186 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და შექმნის საწარმოს, რომელიც წლიური წარმოება იქნება 200 ტონა თხილი“, – აღნიშნა დავით ხუციშვილმა.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)