|
2016-02-19 16:52:44, 703 ნახვა
ეკონომიკა
„ვისოლი“ გაზგასამართი სადგურების ქსელს აფართოვებს
„ვისოლი“ ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას განაგრძობს და კახეთის გზატკეცილზე, სავაჭრო კომპლექს ისთ ფოინთის მიმდებარედ გაზგასამართ სადგურს ხსნის. ახალგახსნილი გაზგასამართ სადგური 2014 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) მიღებული 65 მილიონი დოლარის სინდიცირებული სესხის ფარგლებში დაიგეგმა, რომლის საფუძველზეც „ვისოლი“ გაზგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელს განავითარებს საქართველოში. „მოხარულნი ვართ, რომ საშუალება გვაქვს ადგილობრივ მომხმარებელს ნავთობპროდუქტების ფართო არჩევანთან ერთად ალტერნატიული, ეკოლოგიურად უსაფრთხო, ეკონომიური საწვავიც შევთავაზოთ. მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების არასტაბილურობამ მოთხოვნა ავტოგაზზე მნიშვნელოვნად გაზარდა. შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფმა“, როგორც საზოგადოებაზე მზრუნველმა კომპანიამ, გადაწყვიტა გააფართოვოს ინტეგრირებული ავტოგასამართი და გაზგასამართი სადგურების ქსელი“, - აცხადებს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. ახალი გაზგასამართი სადგურების მშენებლობისათვის „ვისოლმა“ მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და პროდუქტისა თუ მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმები, ტრადიციულად, ევროპულ სტანდარტებს შეუსაბამა. მაღალტექნოლოგიური საწვავის მიწოდების ავტომატიზაციის სისტემა, რომლითაც „ვისოლის“ ყველა ავტოგასამართი სადგურია აღჭრვილი, 100% სიზუსტით ახდენს მომხმარებლისათვის საწვავის მიწოდებას და კომფორტულს ხდის მათ „ვისოლში“ სტუმრობას. ახლადგახსნილ გაზგასამართ სადგურზე 15-მდე ადამიანი დასაქმდა. ახალი სადგურის ოპერატორებს დასაქმებამდე შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდა. „ვისოლს“ საკუთრებაში არსებული ავტო გასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. კომპანია ვისოლი მომხმარებელს შეკუმშულ ბუნებრივ გაზს 2007 წლიდან სთავაზობს.
(R)
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)