2016-02-18 16:50:43, 546 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4810 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4921 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0111 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.7601 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.7735 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0134 ლარი შეადგინა,
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან