2016-02-18 09:44:31, 596 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.4921 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4921 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4914 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლრთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ოფიციალური კურსით, 1 ევრო დღეს 2.7735 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.7841 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0106 ლარი შეადგინა,
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან