00:24 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 16:59:50, 774 ნახვა

კომენტარი
ბესელია: პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ანგარიში ვერ წარმოადგინა, ამაზე ჩემი მცირე საყვედური უნდა გამოვთქვა

"სამწუხაროდ, ერთადერთი, ვინც ვერ შეძლო, ინფორმაცია წარმოედგინა, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების საკითხებში სოფო ჯაფარიძეა",- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე უწყებების ანგარიშები მოისმინეს.

 როგორც ბესელიამ აღნიშნა, პრემიერის წარმომადგენელი რეკომენდაციების თაობაზე ანგარიშების მოსმენას გასულ წელსაც არ ესწრებოდა.

“სამწუხაროდ, ერთადერთი ვინც ვერ შეძლო ინფორმაცია წარმოედგინა, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების საკითხებში სოფო ჯაფარიძეა. არც არავინ არ გამოცხადდა, ვინც ამ ინფორმაციას წარმოადგენდა. შარშანაც იგივე მოხდა. ძალიან სამწუხაროა, არ ვიცი, ეს რატომ მოხდა. ვეცდები პირადად დაველაპარაკო. ძალიან ყურადღებიანია სოფო და რატომ ხდება ასე.  შარშანაც ერთადერთი რგოლი იყო ვინც არ მონაწილეობდა და წელსაც. შეიძლება ერთი რეკომენდაცია მოვიფიქროთ და მას გავუგზავნოთ. მთავრობის ყველა წევრი მოდის, გაუგებრია, რატომ არავინ გამოცხადდა. თვითონ ბორჯომშია კონფერენციაზე, მაგრამ არც არავინ არ გამოცხადდა ამის ორგანიზება შეიძლებოდა. მგონი, კარგი ფორმა არ არის, როცა კომიტეტი მთავრობის ყველა წევრს უსმენს და საპარლამენტო მდივნები მოდიან, არ მგონია, რომ ეს კარგი ტონი იყოს ასეთი ფორმა და იმედია, ორგანიზება მოხერხდება ისე, რომ შესაძლებელია თვითონ მოსვლა ვერ მოახერხა, მაგრამ  ვინმე სხვა უნდა მოვიდეს, რომ ეს ინფორმაცია წამოადგინოს. გეგმების დაწერა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რეკომენდაციების შესრულება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩემი მცირე საყვედური უნდა გამოვთქვა, ამას დასკვნაშიც ავსახავთ”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics