2024-07-04 14:16:25, 660 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გარე განათების მოწყობის სამუშაოები განხორციელდა
კასპის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შეხვედრების დროს, სხვა საკითხებთან ერთად, მოსახლეობის მოთხოვნა უბნებში გარე განათების მოწყობა იყო.
მოსახლეობის გადაწყვეტილების საფუძველზე სამთავისის, იგოეთის, მრგვალი ჭალის, ლამისყანის, ყარაფილის და აღაიანის უბნებში გარე განათების მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.
ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),