04:47 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 12:04:09, 982 ნახვა

მსოფლიო
მექსიკაში ციხეში დაპირისპირებას 49 პატიმარი შეეწირა

მექსიკაში, ქალაქ მონტერეისთან ახლოს მდებარე ციხეში მომხდარ დაპირისპირებას, 49 პატიმარი შეეწირა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

როგორც "ბიბისი" ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება, დაღუპულთაგან 40 პატიმრის იდენტიფიცირება უკვე მოხდა. მომხდარის შემდეგ ციხის გალავანთან პატიმრების ნათესავები და ახლობლები შეიკრიბნენ. ისინი მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ითხოვდნენ.

სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ციხეში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ჯერჯერობით უცნობია დაპირისპირების დაწყების მიზეზი. შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის დაიწყო. მხარეებმა ბასრი იარაღი, ხელკეტები და ჯოხები გამოიყენეს. გარდა ამისა, ხანძარი გაჩნდა საპყრობილის ბარგის შემნახველ ოთახში. აღსანიშვანია, რომ ინციდენტი რომის პაპის ჩამოსვლამდე, რამდენიმე დღით ადრე მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics