17:59 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 12:43:27, 622 ნახვა

ეკონომიკა
ხადური: საწარმოს, რომელსაც მანქანა-დანადგარები შემოაქვს, საზღვარზე დღგ-ს აღარ გადაიხდის

საწარმოს, რომელსაც მანქანა-დანადგარები შემოაქვს, საზღვარზე დღგ-ს აღარ გადაიხდის.

აღნიშნულს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელზეც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ისაუბრა.

“ჩვენ ძალიან საინტერესო წინადადება გვაქვს საქართველოს პარლამენტისათვის, რათა ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითრებას, ეკონომიკურ ზრდას და ინვესტიციებს. კერძოდ, იმპორტიორი, რომელიც ძირითად საშუალებებს იყენებს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებში, ძირითადი საშუალების იმპორტისას, დღგ-ს აღარ გადაიხდის. საუბარი შეეხება იმას, თუ კი საწარმოს შემოაქვს მანქანა -დანადგარები, ის საზღვარზე აღარ გადაიხდის დღგ-ს ამ მანქანა დანადგარებზე და არა თუ საზღვარზე, საერთოდ აღარ გადაიხდის, მომავალ გადახდებში ჩაეთვლება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics