2015-01-06 10:52:52, 622 ნახვა
საზოგადოება
სომხური სამოციქულო ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს
საქართველოს სახალხო დამცველი სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომას ულოცავს.
“საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების როლი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ჩვენს ერებს შორის არსებული კეთილმეზობლური დამოკიდებულების საქმეში. ვულოცავ სომეხ თანამოქალაქეებს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და მათ ოჯახებს მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ!”, - ნათქვამია სახალხო დამცველის მილოცვაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან