20:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-17 15:47:25, 1002 ნახვა

სამხედრო
ქართულმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გამართულ მარათონში მონაწილეობა მიიღო

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საწვრთნელი მისიის EUTM RCA მეთაურის ორგანიზებით დედაქალ ბანგიში მარათონი მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული მისიაში მონაწილე 13 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მონაწილეობდა. მშვიდობისმყოფელებმა მარათონში 12-კილომეტრიანი დისტანცია დაფარეს. მათ სტარტი ბანგიში მდებარე საფრანგეთის საელჩოდან აიღეს და ფინიშიც ხაზიც აქ გადაკვეთეს.

ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისიით გათვალისწინებულ ამოცანებს დედაქალაქ ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე მოანას კემპზე ასრულებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილებაა.

საქართველოს თავდაცვის ძალები ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიებში 2014 წლის ივნისიდანაა ჩართული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics