19:10 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-26 15:54:08, 789 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი ვალია გავაგრძელოთ საქართველოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი საყრდენის, თავდაცვის ძალების გაძლიერება

„ჩვენი ვალია გავაგრძელოთ საქართველოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი საყრდენის - თავდაცვის ძალების გაძლიერება, მზადყოფნის გაზრდა, შესაძლებლობების განვითარება და სამხედროების სათანადო დაფასება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მან ქართული ჯარის მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ნატოს, მის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს -ამერიკის შეერთებულ შტატებს.

თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მიულოცა სამხედრო მოსამსახურეებს.

მისი განცხადებით, სამი ათწლეულის განმავლობაში ქართული ჯარი ქვეყნის დაცვის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა და დღესაც მოქალაქეების მხრიდან უმაღლესი ნდობით სარგებლობს.

„საქართველოს თავდაცვის ძალები განვითარდა თანამედროვე და ბრძოლისუნარიან ძალად, რომელიც ყოველთვის მზად არის დაიცვას სამშობლო და იზრუნოს გლობალური უსაფრთხოების განსამტკიცებლად“, - აღნიშნა მან. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოს გლობალური უსაფრთხოების სფეროში, ასევე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ქართველი სამხედროების წვლილს გაუსვა ხაზი. ჯუანშერ ბურჭულაძე განსაკუთრებულად მიესალმა რეკრუტებს, რომლებმაც დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცი დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. მინისტრმა პატივი მიაგო გმირებს, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს დამოუკიდებლობის მოპოვებას, მის დაცვას და საერთაშორისო მშვიდობას. „ქვეყნის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გამყარდება და გაძლიერდება ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციით, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს თავდაცვის ძალებს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics