15:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 12:57:28, 713 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: "ყაზტრანსგაზის" მხრიდან ინვესტიციის უკან გატანაზე საკითხი არასდროს დასმულა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, არც ერთი იფოციალური მოლაპარაკების დროს, "ყაზტრანსგაზის"  მხრიდან ინვესტიციის  უკან  გატანის საკითხი არ დასმულა.

"ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რა თქმა უნდა, მხარეებს აქვთ უფლება, რომ ჰქონდეთ განსხვავებული პოზიციები, თუმცა ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების რეჟიმში ეს ყველაფერი გადაწყდება. ინვესტიციის  უკან გატანაზე არასდროს არც ერთ ოფიციალურ მოლაპარაკებაში არ დასმულა ასეთი საკითხი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ,  ყაზახურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია,  რომ კომპანია “ყაზტრანსგაზმა” ქართულ მხარეს შესაძლოა, ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics