2015-09-28 18:12:42, 706 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: კალაძესა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელობის შეხვედრაზე ახალი ინიციატივები არ განხილულა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელობის შეხვედრაზე ახალი ინიციატივა არ განხილულა.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ქუმსიშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ის ესაუბრა კახა კალაძეს და შეხვედრის დეტალები დააზუსტა.
„ეს ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა იყო. არავითარი ახალი ინიციატივები არ განხილულა“,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან