23:13 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 18:06:32, 601 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს, მთავრობის ეფექტიანობის მხრივ, ბოლო 18 წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს

საქართველოს,  მთავრობის ეფექტიანობის მხრივ, 2014  წელს, ბოლო 18 წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, - ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო  მმართველობის გრძელვადიან კვლევაში, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა.
მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებელი 2012 წელს 69,9% იყო, ხოლო 2014 წელს - 71,6%-ია.
2012 წელთან შედარებით საქართველომ  რეიტინგი 3 პუნქტით გაიუმჯობესა და  2014 წელს მე-60 ადგილი დაიკავა, რითაც გაუსწრო, როგორც რეგიონის, ასევე  ევროკავშირის წევრ   ქვეყნებს, რომელთა შორის არიან - საბერძნეთი, თურქეთი, იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი სომხეთი, აზერბაიჯანი,  ალბანეთი, რუსეთი, მოლდოვა.
მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევა 1996-2014 წლების პერიოდს მოიცავს. 200 ქვეყანას შორის, სადაც კვლევის მიხედვით მმართველობის 6 ჯამური  ინდიკატორია მოცემული, საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. შეფასების ინდიკატორებია - გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება; პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა; მთავრობის ეფექტიანობა; რეგულაციების ხარისხი; კანონის უზენაესობა; კორუფციის კონტროლი.
მმართველობის ექვსივე მაჩვენებლიდან კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში რაც, გარდა ამ კვლევისა, ასახულია სხვა ავტორიტეტულ რეიტინგებშიც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics