2015-09-28 17:01:42, 746 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი ხვალ, 2.3827 ლარი ეღირება
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.3827 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.3854 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 2.6636 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.6645 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან