18:50 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 14:04:10, 539 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: სახელმწიფო ბიუჯეტი გაცვლით კურსზე ზეგავლენას არ მოახდენს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პარამეტრებზე ისაუბრა. 

მინისტრის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი შემდეგ პარამეტრებზეა დაგეგმილი: 3%-იანი ეკონომიკური ზრდა, 3%-იანი საბიუჯეტო დეფიციტი და დაახლოებით, 4, 4.5%-იანი ინფლაცია, რაც გათვალისწინებულია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკით.

"მომავალ წელს პირველად საქართველოში საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილი დარჩება ადგილობრივ  მუნიციპალიტეტებს,  ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იქნება დაახლოებით,  8.5 მილიარდი და სახელმწიფო  ბიუჯეტის  შემოსულობები და ხარჯები დაახლოებით, 10 მილიარდი ლარი იქნება",-აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ამასთან, ნოდარ ხადურის მტკიცებით,  მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელიც  ლარის კურსზე მოქმედებდა, ამოწურულია.

"ბოლო დღეებში აშკარად შეიმჩნევა მისი ცვლილება. საგარეო გაცვლითი კურსი ამ შემთხვევაში დიდ ზეგავლენას არ ახდენს",-განაცხადა ნოდარ ხადურმა და აქვე განმარტა,  რომ  საგარეო  გაცვლითი  კურსი ზემოქმედებს მხოლოდ 2 ფაქტორზე-ეს არის საგარეო ვალის აღება და მისი დაფარვა.

"სახელმწიფო ბიუჯეტი არც აქამდე ახდენდა და არც ამის შემდეგ არ მოახდენს  ზეგავლენას გაცვლით კურსზე",-დასძინა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics