19:51 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 16:21:40, 556 ნახვა

კობახიძე - 15:00 საათისთვის „ქართულ ოცნებას" სულ მცირე 700 ათასზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 15:00 საათისთვის „ქართულ ოცნებას" სულ მცირე 700 ათასზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნება" დამაჯერებლად იგებს არჩევნებს.

"არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში, არსებითი ხარვეზების გარეშე.

ფიქსირდება გარკვეული მღელვარება და მცირე ინციდენტები, რამდენიმე საარჩევნო უბანთან.

საინტერესოა, რომ ამ უბნებთან მღელვარებასა და მცირე ინციდენტებს ძირითადად წინ უსწრებს ხოლმე ადგილზე პარტიული ტელევიზიების მისვლა -  შეიძლება დამთხვევაა. დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია.

აღსანიშნავია, რომ ფიქსირდება მაღალი აქტივობა, რისთვისაც თითოეულ ამომრჩეველს მადლობა გვინდა გადავუხადოთ.

ჩვენი ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნება" დამაჯერებლად იგებს არჩევნებს.

უკვე 15:00 საათისთვის სულ მცირე 700 ათასზე მეტმა ჩვენმა მხარდამჭერმა მისცა ხმა ჩვენ პარტიას და ჩვენს კანდიდატებს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, მოთმინებისა და თავშეკავებისაკენ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ. რაც უფრო აქტიური იქნება ამომრჩეველი, მით უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიცია პარლამენტში, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ხმა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისათვის იმიტო, რომ ზოგ შემთხვევაში სწორედ მცირედით შეიძლება გადაწყდეს პირველი ტურის ბედი. შესაბამისად, ყველა ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებთ", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics