04:47 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-22 15:45:51, 1023 ნახვა

მსოფლიო
უნგრეთი მიგრანტების წინააღმდეგ ჯარს გამოიყენებს

უნგრეთი მიგრანტების კრიზისის მოსაგვარებლად და მათზე კონტროლის გასაძლიერებლად ჯარს გამოიყენებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა მიიღო.

ამიერიდან სამხედროებს პოლიციის დასახმარებლად არალეტალური იარაღის გამოყენება შეეძლებათ: რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზის და კვამლის ყუმბარების.

გარდა ამისა, ჯარი მესაზღვრეებს ქვეყნის საზღვრების დაცვაში დაეხმარება და ხორვატიის საზღვარზე, საიდანაც მიგრანტები უნგრეთში შეღწევას ცდილობენ, კედელს ააშენებს.

როგორც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა იშტვან სიმიჩკომ განაცხადა, ჯარი ქვეყნის საზღვრებზე იარაღით ხელში დადგება, თუმცა იარაღს მხოლოდ მიგრანტებისგან თავდაცვისთვის გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ათეული ათასი მიგრანტი სერბეთსა და ხორვატიაში არის გაჩერებული. ისინი უნგრეთის გავლით შვედეთში, გერმანიას და ავსტრიაში გამგზავრებას ცდილობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics