|
2015-09-17 17:57:27, 760 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილის ბიზენსმენებთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში შედგა და მასზე განხილულ იქნა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს მისი უწყების ხედვები და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის სახელმწიფო ქონების, ტურიზმის, ტრანსპორტის და ა.შ. არსებული მდგომარეობა გააცნო. დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა გასულ კვირას ჩინეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობასა და შედეგებზე. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა - მინისტრი გაეცნო ბიზნესმენთა პოზიციას ეკონომიკის სფეროში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. „ჩემთვის დიდი პატივია ამ რანგში ბიზნესმენებთან შეხვედრა. მე სხვადასხვა პოზიციებზე მუდმივი შეხვედრები მქონდა ბიზნესთან და მიმაჩნია, რომ ის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა და მხოლოდ გახსნოლობა და მათთან მუდმივი კომუნიკაცია იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ ჩვენი ეკონომიკის ზრდა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეეცდება, ყველაზე წარმოსაჩენი უწყება იყოს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით. ამასთან, მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორში არსებული განწყობები. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ციფრები ერთის მხრივ არის ძალიან დადებითი. „ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ, რომ წინა წელთან შედარებით ჩვენ გვაქვს სამუშაო ადგილების ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ღრმა კრიზისია, წლის ბოლოსთვის ჩვენ 2-დან 3 პროცენტამდე ეკონომიკური ზრდა გვექნება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი, 380 მილიონ დოლარზე მეტი განხორციელებულია წარმოებაში. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილში ჩვენ სწორი მიმართულებით ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებები უნდა იყოს სწრაფი და რაც შეიძლება მეტად ეფექტური. მინდა, ყველას მოგიწოდოდთ რომ შეგრძნებები, რომლებზეც ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული, სწორად ვმართოთ. სწორ ეკონომიკურ ტრენდზე ვართ და ამას სჭირდება სწორი მხარდაჭერა", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)