2015-09-17 17:13:00, 716 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარის ღირებულება 2.4414 ლარი გახდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.4414 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4310 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0104 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ 2.7634 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.7295 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0339 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან