12:51 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 12:41:56, 746 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში ამ დროისთვის 7,1 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 7,1 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 1 700 ტონამდე რქაწითელი, 2 320 ტონამდე საფერავი, 375 ტონამდე კახური მწვანე და 2 700 ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.

„რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს - დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონების შემდეგ, რთველში გურჯაანის, ლაგოდეხისა და თელავის რაიონების სოფლებიც ჩაერთო.

კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 21 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო.

ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 80 ღვინის კომპანია“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics