03:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-12 12:25:10, 992 ნახვა

მსოფლიო
მექაში ამწეს ჩამოვარდნის შედეგად 107 ადამიანი დაიღუპა

საუდის არაბეთის ქალაქ მექაში ამწეს ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 107-ს მიაღწია, 238 კი, დაშავდა.

ამის შესახებ საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვა იუწყება. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა უმეტესობა უცხოელი მომლოცველები არიან.

წინასწარი მონაცემებით, მომხდარის მიზეზი ძლიერი ქარი გახდა. ამწე ალ ჰარამის მეჩეთის თავზე ჩამოვარდა და ასობით მომლოცველი მოიყოლია. 

ალ ჰარამი მსოფლიოს უდიდსი მეჩეთია, რომლის შიდა ეზოში ისლამის მთავარი სიწმინდე ქააბა იმყოფება. ჰაჯის დროს მეჩეთში მილიონზე მეტი მომლოცველი იკრიბება





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics