19:28 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-01 11:50:31, 872 ნახვა

ეკონომიკა
საშემოდგომო აქცია კომპანია ზუმერისგან - მიიღე საჩუქრად სიმშვიდე!

მიიღე საჩუქრად სიმშვიდე - ამ სლოგანის ქვეშ კომპანია ზუმერი საშემოდგომო აქცია იწყებს.

1 სექტემბრიდან, ყველა ის მომხმარებელი, ვინც ზუმერის მაღაზიათა ქსელში Lenovo-ს სასურველ სმარტფონს შეიძენს, საჩუქრად ტელეფონის ერთ წლიან დაზღვევას მიიღებს. აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს Lenovo-ს ფლაგმანი სმარტფონები: მძლავრი ბატარეით აღჭურვილი P სერიის ბიზნეს მოდელები (P70, P90), თანამედროვე სტილით და პრემიალური დიზაინით გამორჩეული  S და Vibe სერიის მოდელები (S60, S90, Vibe shot). კომპანიის შეთავაზება მყიდველს საშუალებას აძლევს მშვიდად ისარგებლოს შეძენილი პროდუქტით და ერთი წლის განმავლობაში სმარტფონის ნებისმიერ დაზიანებაზე უფასო მომსახურება მიიღოს. აქციით სარგებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 ოქტომბრამდე შეუძლია, ამისათვის საჭიროა უახლოესი ერთი თვის განმავლობაში კომპანია ზუმერის ნებისმიერ მაღაზიას ესტუმროთ. აქციის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 0%-იანი განვადებით.

აღსანიშნავია, რომ Lenovo-ს მსოფლიოში წამყვანი პოზიციები უჭირავს კერძო პირებისა და კორპორატიული კლიენტებისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და წარმოებაში. კომპანიის პორტფელი მოიცავს მაღალხარისხიან, სანდო და უსაფრთხო მოწყობილობებს, მათ შორის მობილური პროდუქტების ფართო ხაზს: ნოუთბუქების, სმარტფონების, პლანშეტების და პროგრამული  უზრუნველყოფის ჩათვლით.ზუმერის ქსელში ასევე წარმოდგენილია Lenovo-ს კომპიუტერული ტექნიკა და პლანშეტები.

კომპანია ზუმერი საქართველოს ბაზარზე მოქმედი ერთერთი მსხვილი ქსელია, რომელიც დაბალი ფასებითა და სანდო ხარისხით გამოირჩევა.ზუმერის მაღაზიათა ქსელში მობილურების, ტელევიზორების, ციფრული აპარატების, ნოუთბუქებისა და აუდიო-ვიდეო ტექნიკის  ფართო არჩევანია წარმოდგენილი. კომპანია მუდმივად ზრუნავს მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე და მათ არაერთ საინტერესო სიახლეს სთავაზობს.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics