03:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-20 11:49:07, 1305 ნახვა

მსოფლიო
ყაზახეთის ვალუტა 35.5%–ით გაუფასურდა

ყაზახეთის ვალუტა – ტენგე – 35.5%–ით გაუფასურდა.

თუ გუშინ 1 დოლარის ფასი 188.4 ტენგე იყო, დღეს დოლარი უკვე 255.3 ტენგე ღირს.

ქვეყნის პრემიერ–მინისტრის კარიმ მასიმოვის განცხადებით, ყაზახეთი საკუთარი ვალუტის გასამყარებლად დოლარს ვეღარ დახარჯავს და ამიერიდან ტენგეს ფასს ბაზარი განსაზღვრავს.

მისივე თქმით, მსოფლიო ეკონომიკაში ყაზახეთის მდგომარეობა გაუარესებას განაგრძობს – იაფდება ნავთობი, გაზი და ლითონები.

„ასეთ ვითარებაში მთავარია სოციალურ–ეკონომიკური სტაბილურობისა  და მოქალაქეების კეთილდღეობის შენარჩუნება“, – განაცხადა პრემიერმა.

ექსპერტთა აზრით, ტენგეს დევალვაცია რუსული რუბლისა და ჩინური იუანის გაუფასურებითა და ნავთობზე მსოფლიო ფასების კლებითაა გამოწვლეული.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics