22:24 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-17 14:10:28, 698 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი: 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 87%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 2014 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 87%-ით გაიზარდა.

საქსტატის მიერ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს 1758 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19 პროცენტი შეადგინა. დაზუსტებული მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 2873 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

უმსხვილესი სამი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2014 წლის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით 52 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება 21 პროცენტით, მეორეზე - აზერბაიჯანი 19 პროცენტით, ხოლო მესამეზე - ჩინეთი 12 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2014 წელს 55 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 433.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს მშენებლობის სექტორი 316.6 მლნ. აშშ დოლარით (18 პროცენტი), ხოლო მესამეს დამამუშავებელი მრეწველობა - 205.4 მლნ. აშშ დოლარით (12 პროცენტი).

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics