|
2015-08-13 12:17:25, 663 ნახვა
ეკონომიკა
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მონოპოლისტის ჩამოყალიბების საფრთხე ჩნდება
ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე დიდი ცვლილებები იგეგმება. "სილქნეტისა" და "კავკასუს ონლაინის" შემდეგ გაერთიანების მიზნით კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განაცხადი "მაგთიკომმა" და "კავკასუს ონლაინმაც" წარადგინეს. ბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშეები ამ დრომდე არ აკონკრეტებენ, თუ რატომ გადაწყვიტეს შერწყმა. „სილქნეტში“ აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკების დაწყების სურვილი ბაზარზე არსებული კონკურენტული ვითარებიდან გამომდინარეობს, რადგან საქართველოში პატარა ბაზარია და კომპანიებისთვის საქმიანობა რთულია. რაც შეეხება „კავკასუს ონლაინს", კომპანიაში უფრო დეტალურად საუბრობენ გაფართოებისა და „სილქნეტთან“ შერწყმის გეგმებზე და აცხადებენ, რომ კომპანია გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ამ მიზნით კი საერთაშორისო და ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმოებას აპირებს. ამ კომპანიების ჩამონათვალში შედის „მაგთიკომიც“, რომელსაც "კავკასუსის“ აქტივების შეძენა სურს. ექსპერტები კი უკვე აცხადებენ, რომ კომპანიების გაერთიანება ბაზრისთვის მნიშვნელოვანი საფრთხისშემცველი იქნება და მონოპოლისტის ჩამოყალიბების საშიშროება არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა“ ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, „სილქნეტისა“ და „კავკასუს ონლაინის“ გაერთიანების შემდეგ ბაზრის დაახლოებით 70% ერთი კომპანიის ხელში აღმოჩნდება. „დღეს ინტერნეტბაზარზე ისედაც არის დუოპოლური მდგომარეობა. მართალია არსებობს ორი კომპანია, თუმცა ისინი ფასებს პერიოდულად ზრდიან, ისე რომ არ აკეთებენ არგუმენტირებულ განმარტებებს, თუ რატომ ხდება მომსახურების გაძვირება, რითიც ყველაზე მეტად მომხმარებელი ზარალდება. თუმცა ჯერჯერობით ამაზე მარეგულირებლის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. შესაბამისად, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ორი მოთამაშე თითქოს შეთანხმებულად მოქმედებდა. დღეს მათ გადაწყვიტეს გაერთიანება და ბაზარზე გაჩნდება ერთი კომპანია და მომხმარებელს არ ექნება არჩევანის საშუალება. წარმოუდგენელია, რომ უახლოეს მომავალში რომელიმე სხვა კომპანია ისე განვითარდეს, რომ მას კონკურენცია გაუწიოს. ეს ერთი ოპერატორი თავად გადაწყვეტს, რა ტარიფი დააწესოს, რაც ქმნის რეალური მონოპოლიის საფრთხეს. მომხმარებლების ინტერესები დაზარალდება და ბაზარზე რეალური კონკურენცია არ იქნება. რაც შეეხება „მაგთიკომს“, მას აბსოლიტურად განსხვავებული სეგმენტი აქვს და თუ ის გაერთიანდება „კავკასუს ონლაინთან“, ალბათ იქნება ისე, რომ უბრალოდ „კავკასუსს“ უფრო ძლიერი კომპანია ეყოლება ზურგს უკან“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ. სატელეკომუნიკაციო ბაზრის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ბაზრის სხვა მოთამაშეებთან თანამშრომლობა კომპანიების გაძლიერებას ისახავს მიზნად. თუმცა ამ დრომდე არცერთი მათგანი არ საუბრობს, კონკრეტულად რა შეიცვლება მათი მომხმარებლებისთვის და როგორც აისახება უმსხვილესი ოპერატორების შერწყმა აბონენტებზე. კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "სილქნეტისა" და "კავკასუს ონლაინის" შერწყმის გამოკვლევის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება უკვე დაიწყო. ვადად მაქსიმალური სამი თვე განისაზღვრა. კომისიაში აცხადებენ, რომ საკითხის შესწავლის შედეგად მოხდება ყველა რისკების გაანალიზება და დასკვნების გამოტანა. აქედან გამომდინარე, მომხმარებელი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ცვლილებებს და სავარაუდოდ, ახალი მონოპოლისტის გამოჩენას ზამთრისთვის უნდა ელოდეს.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)