03:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 14:06:25, 2937 ნახვა

კულტურა
მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საგანგაშო დაზიანება არ ფიქსირდება

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

როგორც გიორგაძემ ზოოპარკთან  ჟურნალისტებს განუცხადა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საგანგაშო დაზიანება არ ფიქსირდება. 

მისივე ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, კინომსახიობთა თეატრში ბათქაში ჩამოვარდა, მაგრამ საგანგაშო ნგრევა არ ყოფილა. 

ამასთან, მინისტრის თქმით, ევგენი მიქელაძის  სახელობის სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შენობაში წყალი ჩამოვიდა, თუმცა, ინსტრუმენტების გადარჩენა მოხერხდა და არავინ დაზიანებულა. 
 
„დაღუპულთა ოჯახებს ვუსამძიმრებ. მთელი ღამის განმავლობაში და დღეს დილიდან მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა სამსახური, რათა დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულ ადამიანებს. კულტურისა  სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში საგანგაშო ნგრევა და ზარალი არ არის. ორი მეტნაკლებად რთული შემთხვევაა. კინომსახიობთა თეატრში საგრიმიოროში წყალი ჩამოვიდა და ბათქაში ჩამოვარდა, მაგრამ საგანგაშო ნგრევა არ არის. ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შენობაში ჩამოვიდა წყალი, თუმცა, ინსტრუმენტების გადარჩენა მოახერხეს და არავის დაზიანება არ მიუღია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინსპექტორები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ამოწმებენ, საგანგაშო დაზიანება და ნგრევა არ ფიქსირდება“, – აღნიშნა გიორგაძემ. 

მინისტრის განცხადებით, ბეთანიის მონასტერთან მისასვლელი გზის დიდი ნაწილი წყალმა წაიღო, თუმცა, თავად მონასტერს ზიანი არ მიადგა. 

„ჩვენ ნებისმიერი შეტყობინების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება გვექნება“, – აცხადებს მიხეილ გიორგაძე. 
ამ წუთებში  ზოოპარკთან საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქსა და  „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას ელოდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics