2018-07-15 21:14:34, 691 ნახვა
სხვადასხვა
მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში საფრანგეთია - ვიდეო
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო. ფრანგებმა ფინალში ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.
თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობს. 18-ე წუთზე გრიზმანის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ხორვატმა მარიო მანჯუკიჩმა ავტოგოლი გაიტანა.
გაშვებული გოლის შემდეგ ხორვატებმა მეტოქეს შეუტიეს და 10 წუთის შემდეგ ივან პერიშიჩმა ანგარიშ გაათანაბრა.
38-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო მსაჯმა თეთრთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გრიზმანმა უნაკლოდ შეასრულა - 2:1. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ. შემდეგ ხორვატები შეტევაში გადავიდნენ, თუმცა მალე, 65-ე წუთზე მბაპესგან მეოთხე გოლიც მიიღეს.
ავტორი: ,